განათლებისა და მეცნიერების მინისტრის-მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, 2023 წლის გამოცდების ჩასაბარებლად ამბროლაურში ‘’საგამოცდო ცენტრი’’ გაიხსნება

02.03.2023წ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის-მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, 2023 წლის გამოცდების ჩასაბარებლად ამბროლაურში ‘’საგამოცდო ცენტრი’’ გაიხსნება!
აღსანიშნავია, რომ საგამოცდო ცენტრი, პირველად რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიხსნება, გამოცდების ჩასაბარებლად რაჭიდან სხვა რეგიონში წასვლა აღარ იქნება საჭირო, რაც აბიტურიენტებს მისცემთ, როგორც დროის ისე ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას.
აბიტურიენტების, მშობლების და პედაგოგების თხოვნის გათვალისწინებით განხორციელდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-პაპუნა მარგველიძისა და მაჟორიტარი დეპუტატის- გოჩა ენუქიძის მიერ საგამოცდო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით ინიციატივის დაყენება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რასაც მოჰყვა მინისტრის მხრიდან დროული რეაგირება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ მოადგილეებთან- ქრისტინა კობახიძესთან და ლევან ზალკალიანთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან -სოფიო გორგოძესთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან- კახა ჯამბურიასთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების ორგანიზების სამსახურის უფროსთან-მაია კოპლატაძესთან ონლაინ პლატფორმის საშუალებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც იმსჯელეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცენტრის გახსნისათვის ყველა საჭირო ღონისძიებაზე.
️სამუშაო შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სახმსახურის უფროსის მოადგილე- ილია კენჭაძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ცენტრის გახსნისათვის საჭირო მოლაპარაკებების წარმართვაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი-ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე- ასლან საგანელიძე.
გაცნობებთ რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
ვრცლად: https://naec.ge/#/ge/post/2874

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ