გაიცანით ეთერი ლებანიძე-მეშვილდიშვილი რეკორდსმენი ბირთვისა და ბადროს ტყორცნაში

04.02.2025წ.

გაიცანით ეთერი ლებანიძე-მეშვილდიშვილი რეკორდსმენი ბირთვისა და ბადროს ტყორცნაში.
ქალბატონი ეთერი, 1944 წელს 20 თებერვალს სოფელ კვაშხიეთში დაიბადა, მან დაწყებითი საფეხური სოფელ კვაშხიეთის სკოლაში დაამთავრა და 1958 წლიდან სწავლა ონის საშუალო სკოლაში განაგრძო, სწორედ ამ წლებში ჩაება აქტიურად სპორტულ ცხოვრებაში, იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა შეჯიბრში, სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში.
ახალგაზრდა სპორტსმენის გამორჩეული ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩათ გამოჩენილ პედაგოგებს ისააკ ჯანუაშვილს, შოთა ქოჩლაძეს და ზაურ ორდინიძეს, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი აქტიური სპორტული ცხოვრება ბირთვისა და ბადროს ტყორცნაში.
ქალბატონი ეთერი 1959 წელს საქართველოს ნაკრებში მოხვდა, მისმა სპორტულმა მონაცემებმა მალე მიიპყრო ცნობილი და გამოჩენილი მძლეოსნის ბორის ტახტაროვის ყურადღება, რომელიც შემდგომ მისი მწვრთნელი გახდა. სამწუხაროდ ქალბატონ ეთერს გაურკვეველი მიზეზების გამო არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ჩემპიონატზე, მაგრამ მის წარმატების სიაში მრავალი სიგელი და დიპლომია.
უნდა აღინიშნოს მისი რეკორდული მაჩვენებელი რომელიც 10. 98 სმ შეადგენდა ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვისაც შეუძლებელი იყო მისი განმეორება. ახალგაზრდა სპორტსმენს მწვრთნელები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მაგრამ სპორტული წარმატება დიდმა სიყვარულმა ჩაანაცვლა და ოჯახი ჯანო მეშვილდიშვილთან ერთად შექმნა.
ქალბატონ ეთერს ყავს სამი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი, აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი შვილიშვილი გიორგი მეშვილდიშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.
წარმატებული კარიერული მომავალი, კარგი დედობით, საუკეთესო ბებიობით და ხალხის სიყვარულით შეცვალა, ასეთია მისი 80 წლიანი ისტორია.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა