ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი 2022 წლის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულია

15.12.2022წ.

ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი 2022 წლის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულია.
რუსთაველის თეატრში 2022 წლის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის დასკნითი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ფოლკლორული ანსამბლები , ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფები, მგალობელ-მომღერალთა ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ხალხური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების და ტრადიციული გალობის ოსტატები მთელი საქართველოს მასშტაბით.
დასკვნით კონცერტზე ხალხური მუსიკისა და ტრადიციული გალობის გამარჯვებულებს მედლები და სიგელები ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ გადასცეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ბერელიძეების საოჯახო ანსამბლს ულოცავს დამსახურებულ გამარჯვებას, წინსვლას და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.
გაცნობებთ, რომ „ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის ჟიური საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრა და 800 მონაწილიდან საუკეთესოები შეარჩია.
ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს მიეძღვნა

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.