10
ბარი – მრავალძლის გზის ასფალტირების პირველი ეტაპი სრულდება. მიმდინარე სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ და პირველმა მოადგილემ მერაბ ორდინიძემ მოინახულეს. მერმა მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასა.
ემზარ საბანაძემ ასევე დაათვალიერა სოფ. ზუდალში მოსახლეობის სახნავ – სათეს ნაკვეთებამდე მისასვლელი დაზიანებული გზის მონაკვეთი და სოფ. კვაშხიეთში სახიდე გადასასვლელი, რომელიც უხვი ნალექის დროს დაზიანდა.
მერის განცხადებით აღნიშნული პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო მერიის შესაბამისი სამსახურების პირად კონტროლზეა აყვანილი.