ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

01.06.2025წ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
საჩუქრები პატარებს სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
ღონისძიება რწმუნებულის ადმინისტრაციის, ონის მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის თანამშრომლობით და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძის ბიუროს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა