ახალი წელი ონის მუნიციპალიტეტში ტრადიციული ღონისძიებით აღინიშნა,რომელსაც ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა,კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ: ონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, კულტურის სახლი და სამუსიკო სკოლა. კონცერტმა როგორც ყოველთვის მხიარულად ჩაიარა. საახალწლო ღონისძიების დასასრულს მერის ინიციატივით გაჟღერდა იდეა, რომ მსურველები ახალი წლის შემოსვლას ონის ცენტრში, საახალწლოდ მორთულ ნაძვისხესთან შეხვედროდნენ. ამ ინიციატივას გამოეხმაურენ სხვადასხვა თაობის ონელები და 12 საათზე ონის ცენტრში იმპროვიზებული ღონისძიება გაიმართა, რაც საზეიმო ფეიერვერკით დაგვირგვინდა. აქვე გაჩნდა იდეა-ახალი წლის მსგავსი აღნიშვნა ტრადიციად იქცეს. გამოვთქვამთ იმედს, რომ მომალ ახალ წელს ამ ღონისძიებაში უფრო მეტი ონელი ჩაერთვება.
ახალი წლის ღამეს, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი , საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ონის “პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თვმჯდომარე-ბაჩანა მარკოიშვილი, მერის წარმომადგენელი ქ.ონში ეკა მაისურაძე ესტუმრნენ სასაზღვრო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანამშრომელებს, ადამიანებს რომლებსაც სამსახურებრივი პასუხისმგებლობა დღესასწაულებზეც სამსახურში ყოფნას ავალდებულებთ. ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ამ საპატიო პროფესიის ადამიანებს ახალი წელი პირადად მიულოცა.