7
12.06.2023წ.
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და თავისუფალი ჭიდაობის პოპულარიზაციის მიზნით, ქალაქ ონში, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორის გიორგი სხირტლაძის, ვეტერანთა შორის მსოფლიო ორგზის, ასევე მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონის, შურა მაისურაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრება ჩატარდა „UWW” ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების მოქმედი წესის თანახმად, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ტურნირს კვალიფიციური მსაჯთა გუნდი ხელმძღვანელობდა, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.
შეჯიბრებაზე პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული სპორტსმენები მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული ანდრია ლობჯანიძე გახდა – 41 (კგ) წონით კატეგორიაში რომელსაც გიორგი სხირტლაძის სახელობის სპეციალური პრიზი გადაეცა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია პატარა სპორტსმენს – ანდრია ლობჯანიძეს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს მომავალ ასპარეზობებში.