0
07.06.2026წ.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტის – „ლხინმა შეჰყარა სოფელი“ ფარგლებში გამართულ რაჭულ-ლეჩხუმურ კონცერტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ორბელის სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმა უძველესი საფერხულო სიმღერები, ნანები, საცეკვაო ნომრები და ტრადიციული საგალობლები წარადგინეს.
სწორედ რაჭულ-ლეჩხუმური კონცერტით გაიხსნა პროექტი – „ლხინმა შეჰყარა სოფელი“, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროექტი 11 ივნისამდე გაგრძელდება. მისი მიზანია ქართული ხალხური სიმღერისა და ფოლკლორული ტრადიციების შენარჩუნება, პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობისთვის მათი გაცნობა.
აღნიშნული პროექტი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების მერიების ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება
