ამბროლაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

12.12.2022წ.

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ამბროლაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში  ონის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. იმსჯელეს როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის და დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ისე დაზარალებულების მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.
პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უწყების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნეს, ასევე, მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დაზარალებულთა მხარდაჭერის და ფემიციდის პრევენციის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე.
პროკურატურის წარმომადგენლებმა მოისმინეს შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის შესახებ; ისაუბრეს ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).
კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარეობას გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს, ქრისტინა კობახიძეს და ონის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ლობჟანიძეს შეხვდნენ