ალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე მასტერ ლიგის ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონზე გაიმართა ტურნირი მუნიციპალიტეტის თასის პირველობა 7×7-ზე ფეხბურთში

27.08.2024წ.

26 – 27 აგვისტოს, ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე მასტერ ლიგის ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონზე გაიმართა ტურნირი მუნიციპალიტეტის თასის პირველობა 7×7-ზე ფეხბურთში.
ტურნირში ღარის, კორუხის, ონჭევის, ლაჩთის, გონას, მოჭიდავეების, მოედნის და ღების მოხალისეთა 8 გუნდი მონაწილეობდა.
მუნიციპალიტეტის თასის პირველობა ღარის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ღების გუნდი დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ დავით ბერელიძე დასახელდა.
საუკეთესო მცველი – ლევან ანთაძე.
საუკეთესო ნეხევარმცველი – თორნიკე გავაშელიშვილი
საუკეთესო თავდამსხმელი – შოთა ჯიშკარიანი.
საუკეთესო ტექნიკური ფეხბურთელი – ბექა ორდინიძე
საუკეთესო ფეხბურთელი – მიშიკო ჯიშკარიანი.
ტურნირის ბოლოს ღარის და ღების გუნდის წევრები მედლებით და სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა