ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტიქიის ზონაში მომუშავე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს

15.08.2023წ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტიქიის ზონაში მომუშავე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.
პაპუნა მარგველიძე:
მინდა მადლობა გადავუხადო სტიქიის ზონაში საძიებო- სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა უწყებას, პოლიციის დანაყოფებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, სასაზღვრო პოლიციას, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს. მადლობას ვუხდი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და მოხალისეებს ამ რთულ სიტუაციაში დახმარებისა და გვერდით დგომისთვის.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა