ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ონში მორიგე სამსახურებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

31.12.2024წ.

ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ონში მორიგე სამსახურებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს!
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა, მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის წარმომადგენელმა, ირმა ჩიხრაძემ ახალი წლის დღესასწაული იმ ორგანიზაციების მორიგე ჯგუფებს მიულოცეს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციის, სახანძროს, საავადმყოფოსა და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, წარმატებული საქმიანობა უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა