76
04.06.2020წ.
3 ივნისს, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები სორი და გომი დააზარალა. სტიქია რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შედეგად განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ერთწლიანი კულტურები, დაზიანებულია სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზები.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და შექმნილ ვითარებას გაეცნო. მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დაანგარიშება.