35
18.07.2023წ.
ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე გაიმართა სპექტაკლის „უცნობი” პრემიერა, რომელიც ერლომ ახვლედიანის და გია ანთაძის პიესის მიხედვით რეჟისორმა – ნინო ბერელიძემ დადგა. ონის მოყვარულთა დასი, სპექტაკლს განმეორებით 18 ივლისს წარუდგენს მაყურებელს.
პრემიერა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.