5
31.07.2020წ.
სწრაფი და კოორდინირებული სამუშაოების შედეგად, გომი-ჯინჭვისის შემოვლით გზაზე, სოფელ ღარში ლაგვანთის ხიდთან და სოფელ უწერის ბოლომდე საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია
ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები სოფელ უწერასთან (ჟამიერეთუბანი) დასაკავშირებლად.
სამუშაოები ინფრასტრუქტურის აღსადგენად და გარესამყაროს მოწყვეტილი სხვა სოფლების დასაკავშირებლად ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფება საქართველოს ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატ, გოჩა ენუქიძესთან ერთად.