5
28.06.2024წ.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმები ონის კლინიკაში.
29 ივნისს დილის თერთმეტი საათიდან ონის კლინიკაში პაციენტებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმები:
ნევროლოგი – არჩილ ზაბახიძე
თერაპევტი – დარეჯან გულიაშვილი
ენდოკრინოლოგი – მედეა წერეთელი
კარდიოლოგი – სალომე ენუქიძე
ქირურგი – სიმონ ხვედელიძე
ქირურგი – ლევან ყაველაშვილი
გინეკოლოგი – გიორგი აბაშიძე
ადგილზე შესაძლებელი იქნება ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური კვლევების ჩატარება.
დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ კვლევებზე პაციენტები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდათმობით.
დამატებითი ინფორმაციისა და წინასწარი რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით საჩხერის სამედიცინო ცენტრის ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 111 000 ან 591 70 30 90