47
10.07.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, სამსახურის უფროსებისგან გასული კვირის შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მერის მხრიდან, ყურადღება გამახვილდა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და ზედამხელველობის სამსახურების აქტუალურ საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტში დაგეგმილ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მიმდინარეობაზე.
ინფორმაციის მოსმენისა და შეჯამების შემდეგ მერმა თითოეულ სამსახურს მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები განუსაზღვრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყოველდღიური სამუშაო პროცესი გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული.
შეხვედრას ესწრებოდა შპს „ონის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორი – კახაბერ ჩიკვილაძე, შპს „ონის სერვის ჯგუფის” დირექტორი – ნიკოლოზ მაისურაძე და ააიპ „ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრის“ დირექტორი – გოჩა ტყეშელაშვილი.