ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა იმედა მეშვილდიშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს და წარმომადგენლებს 2018-2019 წლებში განხორციელებული სოციალური,ინფრასტრუქტურული და კულტურული პროექტების შესახებ მოხსენება-პრეზენტაცია წარუდგინა

by magda

27.04.2020წ.

27 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა იმედა მეშვილდიშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს და წარმომადგენლებს 2018-2019 წლებში განხორციელებული სოციალური,ინფრასტრუქტურული და კულტურული პროექტების შესახებ მოხსენება-პრეზენტაცია წარუდგინათ და შემომწირველების აქტიურობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერად ფონდის სამომავლო მზაობაც დააფიქსირა.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ცაგურიშვილი.
შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მადლობა გადაუხადეს ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდს ნაყოფიერი საქმიანობისათვის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოხატეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content