20
31.03.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს ქართული ხალხური მუსიკის სულისჩამდგმელის, ფოლკლორისტის, ანსამბლ რუსთავის დამფუძნებლის და საზოგადო მოღვაწის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო.
ანზორ ერქომაიშვილმა ქართული ხალხური მრავალხმიანი მუსიკა მსოფლიოს გააცნო. უდიდესია მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე.
სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს საქართველოს!