9 სექტემბერს ონის მუნიციპლიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის „ საქართველო“ ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

by magda

9.09.2019წ.

9 სექტემბერს ონის მუნიციპლიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის „ საქართველო“ ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ქართული ხალხური სიმღერის ორიგინლურობის და არსის მთავარ კრიტერიუმებზე ისაუბრა ეთნომუსიკოლოგმა, დოქტორმა საქართველოს ფოლკლორის ცენტრის მეცნიერ მუშაკმა ნატალია ზუმბაძემ,
Kedougou პროექტის (სენეგალი) კვლევის შესახებ ისაუბრა ესპანელმა მუსიკალურ მეცნიერებათა დოქტორმა, ეთნომუსიკოლოგმა, მსოფლიო მასშტაბით სამაგისტრო კურსების პროფესორმა კარლ ორფის ფონდის მრჩეველმა დიზენსა და მიუხენში პოლო ვალიეხომ.
„ტრადიციული მრავალხმიანობა სარდინიაში“- თემაზე ისაუბრა იტალიელმა პროფესორმა, ეთნომუსიკოლოგმა ,მრავალი წიგნის, აუდიო და ვიდეო კრებულის ავტორმა რენატო მორელმა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობს უხდის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ღონისძიების ორგანიზებისთვის აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება, რომელიც ხელს უწყობს რაჭის პოპულარიზაციას და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას. მსგავსი ფესტივალები შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას უკეთ გაეცნონ რაჭულ კულტურასა და ტრადიციებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content