გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში ნინო ზედელაშვილის ახალი პოეტური კრებულის „ ჩემი შვილები ცეკვავენ ქართულს“ პრეზენტაცია გაიმართა

08,08,2019

8 აგვისტოს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში ნინო ზედელაშვილის ახალი პოეტური კრებულის „ ჩემი შვილები ცეკვავენ ქართულს“ პრეზენტაცია გაიმართა.
  საღამოზე ავტორმა საკუთარი შემოქმედებიდან წაიკითხა სხვადასხვა დროს შექმნილი ლექსები, ასევე გაჟღერდა ნინო ზედელაშვილის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები, რომლებსაც ასრულებდნენ: თაკო კერესელიძე, ნათია ჯოხაძე, შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი „რაჭა“ და პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემელი პატარა მონაწილეები.
  ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ირმა მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.