დავით ჩიკვაიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

by magda

24.02.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
თათბირს ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი
შეხვედრაზე მერმა დამსწრე საზოგადოებას პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე წარუდგინა , აღნიშნა რომ მას სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს .
გიორგი მახათაძე დაიბადა 1983 წელს ქალაქ თბილისში.
2007 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი „გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა რკინიგზის ტრანსპორტზე“ სპეციალობით. (ტრანსპორტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი).
2007 წელს “ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი” (GIPA). სპეციალობით : „ადგილობრივი თვითმმართველობა“.
(სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი).
მუშაობდა სხვადასხვა სამსახურებში,მათ შორის:
2005-2006 წლებში საქართველოს პარლამენტში, კრწანისის #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელად.
2006-2008 წლებში საქართველოს პარლამენტში, ფრაქცია “საქართველოს რეგიონები” მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე.
2008-2013წლებში საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსად.
2013 – 2014 წლებში შ.პ.ს. “ალნო-კონსტრუქტორი“ შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
2014-2016 წლებში საქართველოს პარლამენტში. ამბროლაურის #44 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსად.
2016 – 2018 წლებში საქართველოს პარლამენტში, #58 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელად.
2018 –2021 წლამდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილედ.
ამიერიდან გიორგი მახათაძე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.
დავით ჩიკვაიძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამიერიდან თვეში ერთხელ გაფართოებული შეხვედრა გაიმართება ადმინისტრაციულ ერთეულის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან ერთად.
შეხვედრაზე ისაუბრეს ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზების და შიდა საუბნო გზების მდგომარეობის შესახებ, აღნიშნეს, რომ ყველა სოფელში გადაადგილება შესაძლებელია უპრობლემოდ და ასაე უნდა მოხდეს მომავალშიც , აღნიშნულ საკითხების მოგვარებაზე შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ აქტიურად ზრუნავს , რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადეს
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის საკითხებს , პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ამჟამად ონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. საერთო კრებების სხდომებიზე საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით მნიშვნელობა ენიჭება აუცილებელი პრიორიტეტების განსაზღვრას, , რადგან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა შესაბამისად .
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული , მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content