სოციალური დაცვის პროგრამები

ერთჯერადი დახმარება გაიცემა ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე, ტეტრაპლეგიის, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზის, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზის, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზის გამო მყარი ნარჩენი მოვლენების, გონებრივი ჩამორჩენის, ეპილეფსიის, ფსიქიკური პრობლემების, III–IV ხარისხის სკოლიოზის, ორმხრივი ნეიროსენსორული (IV ხარისხის) სმენაჩლუნგობის და ინვალიდობის ეტლის საჭიროების მქონე არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომელთაც არ შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი წესით, შემდეგნაირად: ა) წლის განმავლობაში – 300 ლარი; ბ) საახალწლო-საშობაოდ – 150 ლარი.

საჭირო დოკუმენტაცია

ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრის, მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი; გ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;http://www.matsne.gov.ge 01026002035118016363 დ)  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე )  საბანკო ანგარიში.

18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა შემდეგნაირად:

 ა)  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, წლის განმავლობაში – 300 ლარი; თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება.

 ბ) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით –150 ლარი;

 გ) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე საახალწლო-საშობაოდ – 150 ლარი, თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება.

 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად:

 ა) სამშვილიან ოჯახზე – 200 ლარი;

 ბ) ოთხშვილიან ოჯახზე – 300 ლარი; 

გ) ხუთშვილიან ოჯახზე – 350 ლარი; http://www.matsne.gov.ge 01026002035118016363 დ) ექვს და მეტშვილიან ოჯახზე – 400 ლარი.

ოჯახზე შვილ(ებ)ის შეძენასთან დაკავშირებით 1 წლამდე ასაკის თითოეულ  ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 350 ლარის ოდენობით.

ოჯახებს,  რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი 18 წლამდე ასაკის შვილი,  ერთჯერადი დახმარება მიეცემათ 400  ლარის ოდენობით.

მრავალშვილიან (სამი და მეტი) ოჯახებზე საახალწლო – საშობაოდ გაიცემა 150 ლარი.. 

საჭირო დოკუმენტაცია 

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; 

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

გ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; 

დ) საბანკო ანგარიში.

ოჯახებს, რომლებსაც 2022 წელს შეეძინათ ბავშვი და არ მიუღიათ დახმარება (1 წლის     ასაკამდე) დახმარება გაეწევათ 350 ლარის ოდენობით.

18 წლამდე მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი ) დედებს, 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით  გადაეცემა სასურსათო პაკეტი / კალათა 100 (ასი) ლარის ფარგლებში:

 ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა  ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი  სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის  საფუძველზე;

 ბ)  სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით.

მარტოხელა მშობელზე ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგნაირად:
 ა) მარტოხელა მშობელზე რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები ერთჯერადად გაიცემა 200 ლარი; 
ბ) საახალწლო-საშობაოდ თითოეულ  ოჯახზე გაიცემა 150 ლარი. 
გ)  აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თითოეულ ოჯახზე გაიცემა 150 ლარი; 
 
საჭირო დოკუმენტაცია  
ა) განცხადება მერის სახელზე; 
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
 გ) შვილის/შვილების დაბადების მოწმობის ასლი; 
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი; 
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.  
 ერთჯერადი დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე შემდეგნაირად:
 ა)  სასწავლო წლის დაწყებისას  თითოეულ ბავშვზე 150 ლარი; 
ბ) საახალწლო – საშობაოდ თითოეულ  ოჯახზე 150 ლარი. 
გ) აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თითოეულ ოჯახზე 150 ლარი; 
.
 დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის, მეურვის ან მზრუნველის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: 
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
 ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; 
გ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; 
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. 
 ე) საბანკო ანგარიში.   
1. . ერთჯერადი დახმარება გაიცემა გარდაცვლილი ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯებისთვის 250 ლარის ოდენობით. 
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
 ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
 ბ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
 გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
 დ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი.
 ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; 
 3. დახმარებას მიიღებს გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც პირველად მიმართავს ონის მუნიციპალიტეტის მერიას.  
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის) 500 ლარის ოდენობით.
 2. 95 და მეტი ასაკის მოქალაქეებზე საახალწლო – საშობაოდ გაიცემა 150 ლარი; 
დახმარების მისაღებად ხანდაზმული მოქალაქის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
 ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; 
ბ) პირადობის მოწმობის ასლი. 
გ) საბანკო ანგარიში. 
 
95 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გადაეცემა სასურსათო პაკეტი/კალათა 100 (ასი) ლარის ფარგლებში: http://www.matsne.gov.ge 01026002035118016363
 ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;
 ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით.   
დახმარება გაიცემა დაზარალებულ ოჯახებზე ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისათვის არაუმეტეს  10 000 ლარისა.
 
საჭირო  დოკუმენტები:
 ა) განცხადება მერის სახელზე ზიანის დადგომიდან ათი სამუშაო დღის ვადაში;
 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; 
გ) ცნობა საცხოვრებელის სახლის საკუთრების შესახებ(საჯარო რეესტრიდან) ან მეზობლების (არანაკლებ სამი მეზობელი) ჩვენების საფუძველზე შედგენილი და ნოტარიულად დამოწმებული აქტი, რომლითაც მეზობლები დაამოწმებენ დაზარალებული ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ფლობის ფაქტს, (საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში); 
დ) ცნობა  სახანძრო – სამაშველო სამსახურიდან;
 ე) მუნიციპალიტეტის  შესაბამისი კომისიის აქტი ზიანის ოდენობის შესახებ;
 ვ) საბანკო ანგარიში  
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უპატრონო გარდაცვლილის (რომელსაც არ ჰყავს პირველი და მეორე რიგის მემკვიდრე) სარიტუალო ხარჯებისთვის 300 ლარის ოდენობით. 
2. დახმარების მისაღებად დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: 
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; 
ბ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული/გასაწევი ხარჯის  შესახებ; 
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; 
დ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;
 ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.   
1. დახმარება გაეწევა განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი  (ან სტიქიური მოვლენების და სხვა  გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო დარჩნენ უსახლკაროდ და ქვეყნის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი) და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათზე გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის კომპენსაცია, არაუმეტეს თვეში 200 (ორასი) ლარისა.
 2. დაინტერესებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: http://www.matsne.gov.ge 01026002035118016363
 ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
 გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი  ოჯახების მონაცემთა  ერთიანი ბაზიდან  სარეიტინგო ქულის შესახებ; 
დ) საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო  რეესტრიდან);
 ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომ მოქალაქეს არ გააჩნია  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; 
ვ) ქირავნობის ხელშეკრულება; 
ზ) „გამქირავებლის“ საბანკო ანგარიში. 
 1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების მიზნით: 
ა) საქართველოს ტერიტორიული  ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ქალებზე 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) გაიცემა ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით; 
ბ)  საქართველოს ტერიტორიული  ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებზე 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით;
 გ) სოციალურად დაუცველ ომის ვეტერანებზე 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარი; 
დ) თითოეულ ოჯახზე გაიცემა საახალწლო – საშობაოდ 150 ლარი.
 2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად.
 3. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გადაეცემა სასურსათო პაკეტი/კალათა 100 (ასი) ლარის ფარგლებში:
 ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;
 ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით.  
1.  შშმ პირების, მათ შორის ბავშვების, ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულ პირების, ომში დაღუპულ ოჯახის წევრების, მარჩენალ დაკარგულებისა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების და მარტოხელა მშობლების დახმარების მიზნით თითოეული ოჯახის (ყოველთვიურად ) წყლის და კანალიზაციის გადასახადის და დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 
2. მ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილის სიის შესაბამისად.   
1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა პირზე/ოჯახზე, (გარდა შრომისუნარიანი პირისა) რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 57 001-ს, და არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა, ზამთრის თბობისთვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
 2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ონის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების (1 აივლისიდან  1 სექტემბრამდე ) წარდგენის საფუძველზე.  
დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
 ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
 ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
 გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; 
დ) მერის წარმომადგენლის ინფორმაცია პირის/ ოჯახის შემადგენლობის და სოციალური – ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
 ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
 ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.