ნებართვები

  I კლასის  შენობა-ნაგებობის მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.

  • დაინტერესებული პირი მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით. განცხადება იწერება მერის სახელზე, რის საფუძველზეც გაიცემა თანხმობა მერის ბრძანების სახით.
  • I  კლასზე მშენებლობის შეთანხმება მოსაკრებლის გადახდას არ ექვემდებარება.
  • განმცხადებელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი  პირი.

I  კლასის მშენებლობაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის მოწმობის ასლი.
  2. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ
  3. არქიტექტურული ესკიზი 3 ეგზემპლარად, ელ. ვერსიით.
    • თავფურცელი (ობიექტის დასახელება და მისამართი)
    • განმარტებითი ბარათი
    • შენობა-ნაგებობის ტექნიკური მაჩვენებლები (მიწის ნაკვეთის ფართობი, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი, შენობა-ნაგებობის ფართობი, მიწის ნაკვეთის სქემატური გეგმა მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითად ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ნიშნულებს, მიწის ნაკვეთზე საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების და სხვა ასპექტების ასახვით);
    • შენობა-ნაგებობის კლასის განმსაზღვრელ პარამეტრებს;
    • შენობა-ნაგებობის ფასადების სქემატურ ნახაზებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური ნიშნულების, გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ჩვენებით, ასევე, ფასადებზე გამოყენებული ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალისა და მათი ფერების მითითებით);
  1. საჭიროების შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს:
    • ა) მიწის ნაკვეთის არსებული მდგომარეობის ამსახველი სიტუაციური გეგმა სათანადო დეტალიზაციით (მდებარეობა საქალაქო ქუჩების მიხედვით) ან/და ორთოფოტოგეგმა;
    • ბ) შენობა-ნაგებობის მახასიათებელი სქემატური ჭრილები (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური ნიშნულების, გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ჩვენებით);
    • გ) შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის სქემატური გეგმები (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური ნიშნულების ჩვენებით);
    •  მშენებლობის ნებართვა გაიცემა   II, III და IV კლასის მშენებლობაზე. მშენებლობაზე მოსაკრებელის ოდენობა განსაზღვრულია საკრებულოს დადგენილებით.  მშენებლობის განხორციელების ვადა განისაზღვრება სანებართვო მოწმობით.

მე-II, მე-III და მე-IV კლასის შენობაზე სანებართვო განაცხადი უნდა მოიცავდეს:

  1. ინფორმაციას მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ;
  2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან ინფორმაციას განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ;
  3. წინასაპროექტო კვლევის შედეგებს;
  4. არქიტექტურულ პროექტს
  5. კონსტრუქციული სქემას/პროექტს
  6. მშენებლობის ორგანიზების პროექტს;
  7. საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას
  8. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − არქიტექტურული პროექტის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის, აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნას;
  9. სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  10. საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს.

გარე რეკლამის განსათავსებლად დაინტერესებული პირი მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით. განცხადება იწერება მერის სახელზე, რის საფუძველზეც გაიცემა მერის ბრძანება   გარე რეკლამის განთავსების შეთანხმების  შესახებ.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. მიწის ნაკვეთის/შენობის  მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  2. არქიტექტურული ესკიზი 3 ეგზემპლარად, ელ. ვერსიით.
  3. პირადობის მოწმობის ასლი

ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება  ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას.

შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ბ) შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები, 3 ეგზემპლარად,
გ) შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტოები;
დ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის დატანით;
ე) III და IV კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში, საექსპერტო შეფასება-შედგენილი  აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ.