„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური და საგადასახადო შეღავათები

by magda

4.12.2019წ.

2016 წლიდან ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად სარგებლობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური და საგადასახადო შეღავათებით:
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის – დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით;
„სოციალური პაკეტის“ მიმღებთათვის – დანამატისა „სოციალური პაკეტის“ 20% ოდენობით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის დანამატი: ექიმისთვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის – სახელმწიფო პენსიის ერთმაგი ოდენობით;
აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% (არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა) ანაზღაურებას.
პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესი ითვალისწინებს 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების – არანაკლებ 100 ლარის – მიცემას, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების – არა ნაკლებ 200 ლარის – მიცემას;
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით მიეცემათ 15 კუბური მეტრი შეშით სარგებლობის უფლება.
საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილია ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით.
სპორტის სფეროში დასაქმებულმა მწვრთნელებს მიეცათ ხელფასის დანამატი;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ითვალისწინებს დანამატის – საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები და მეწარმე სუბიექტები ასევე სარგებლობენ გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათებით.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content