2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გარე განათების სისტემის მონტაჟი დასრულდა

by magda

20.11.2019წ.

2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გარე განათების სისტემის მონტაჟი დასრულდა.
პიპილეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის განცხადებით და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით რამდენიმე სოფელში ლამპიონების დამატება , ზოგან კი გადამწვარი ნათურების შეცვლა გახდა საჭირო.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და შპს კომუნალური სამსახურის ორგანიზებით, პიპილეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში დაზიანებული სანათების გამოცვლა დაიწყო, ხოლო სოფლებში ჟაშქვაში, პიპილეთსა და ონჭევში დაემატა გარე განათების ბოძები. აღნიშნულ სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად გაგრძელდება

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content