10 ნოემბერს ღია შეხვედრების ფარგლებში ონის მუნიციპალიტის საკაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილიბრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

by magda

10.11.2019წ.

10 ნოემბერს ღია შეხვედრების ფარგლებში ონის მუნიციპალიტის საკაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილიბრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასაწყისში მუნიციპალიტეტის მერმა -ემზარ საბანაძემ მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივებს კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩართვისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე გაჟღერდა ხეობაში არსებული პრობლემური და პრიორიტეტული საკითხები,რომელთა გათვალისწინებაც მერის თქმით შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მომავალი წლების ბიუჯეტში.
მოსახლეობასთან საუბარში გამოიკვეთა ასევე ხეობაში უკვე შესრულებული პროექტების დადებითი შედეგები,რისთვისაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლიერება გამოხატა.
რწმუნებულის მოადგილემ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში-დავით ღუდუმიძემ,რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანეთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად მოსახლეობას სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ახალი პროექტები გააცვნეს და მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content