ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელთან ვასილ მეტრეველთან ერთად შეხვედრა გამართა სოფელ უწერის მოსახლეობასთან

by magda

ეხვედრაზე მერმა ისაუბრა განხორციელებულ,მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უწერის თემში და ზოგადად მუნიციპალიტეტში,ასევე განიხილა სოფლისათვის სხვა აქტუალური საკითები

მიმდინარე წლის 23 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელთან ვასილ მეტრეველთან ერთად შეხვედრა გამართა სოფელ უწერის მოსახლეობასთან.
შეხვედრაზე მერმა ისაუბრა განხორციელებულ,მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უწერის თემში და ზოგადად მუნიციპალიტეტში,ასევე განიხილა სოფლისათვის სხვა აქტუალური საკითები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ძირითად პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა: წყალმომარაგების პრობლემა უწერის თემში,მერის განცხადებთ დაგეგმილია ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
საუბარი შეეხო სახნავ-სათეს სავარგულებთან და ტყეკაფში მისასველ საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სოციალურ თემატიკას.
მერმა ასევე მოინახულა სოფელ უწერაში არსებული წყალსადენის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა .
ემზარ საბანაძე დაპირებისამებრ აგრძელებს მიმდინარე პროექტების მონიტორინგს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთნ მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content