26 ივნისის ღამეს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების წყლის დონის მატება გამოიწვია

by magda

რის შედეგადაც

26 ივნისის ღამეს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია-
სოფელ ჟინჭვისში მდინარე გომრულას წყლის დონის მკვეთრი მატება,რის შედეგადაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა მდინარის გასწვრივ მოწყობილი ნაპირსამაგრი გაბიონები.
აღნიშნულმა სტიქიამ გამოიწვია ასევე კურორტ შოვში მდინარე დღვიორას წყლის დონის მკვეთრი მატება,რის შედეგადაც დაზიანდა ქუთაისი-ალპანა-მამისონის სახელმწიფო გზის 137-კმ.ზე გზის მონაკვეთი და ასევე გზის გასწვრივ მოწყობილი წყალმომარაგების ქსელი,საიდანაც სასმელი წყალი მიეწოდება კურორტ შოვს და სოფელ გლოლას.
ვითარებას ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე,მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად.
შექმნილია შესაბამისი კომისია და უახლოეს მომავალში მოხდება სავარაუდო ზარალის ოდენობის დადგენა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content