სოფელ ხირხონისთან მიმდინარე სასარგებლო წიაღისეულის (თაბაშირი) მომპოვებელი სამუშაოები.

by magda

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ნებისმიერი სახის სამუშაო მერის პირად კონტროლზეა აყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 10 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – ბაჩანა მარკოიშვილმა და მერის წარმომადგენელმა კომანდელის ადმინისტრაციულ ერთეულში – ნუგზარ გამყრელიძემ სოფელ ხირხონისთან მიმდინარე სასარგებლო წიაღისეულის (თაბაშირი) მომპოვებელი სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი მოინახულეს. ადგილზე გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევებისა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, კერძოდ: დაზიანებულია სასმელი წყლის ნაგებობა, მეწარმის მიერ გაკეთებული ალტერნატიული წყალი სასმელად უვარგისია, ადგილზე გაჩეხილია საკმაოდ დიდი რაოდენობის ხე-ტყე, დაზიანებულია გზა და გააქტურებულია მეწყრული პროცესები. ლიცენზია თაბაშირის მოპოვებაზე 2016 წელს არის გაცემული. აღნიშნული სამუშაოების გაგრძელების საკითხი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გადაწყდება.
მერი ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.35070777_1725686544187398_2399807805499375616_n 34984929_1725686520854067_8228765414780305408_n 34962714_1725684854187567_551254070279536640_n 34906485_1725686144187438_2892757312483622912_n 34881871_1725684160854303_6042881525043691520_n

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content