10
რამოდენიმე დღეა ონის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო მზადება მიმდინარეობს. დღეს, 17 დეკემბერს ონის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მორთვა დაიწყო, რაშიც ადგილობრივებთან ერთად, ქალაქის მერმა-ემზარ საბანაძემ, და საკრებულოს თავმჯდომარე-შუქურა ჯაფარიძემაც მიიღეს მონაწილეობა. მერის ინიციატივით ნაძვის ხის მორთვაში მონაწილეობა მიიღეს თბილისიდან ჩამოსულმა საპატიო სტუმრებმაც. ადგილობრივი მოსახლეობის საპატივცემულოდ, ანსამბლი “ქართული ხმების” მომღერლებმა რაჭული სიმღერაც შეასრულეს.
ქალაქის მორთვა საახალწლოდ ეტაპობრივად გაგრძელდება.