ონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი გაიმართა

by newadmin newadmin

21.07.2026წ.

სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლს დაესწრო.
გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“.
სპექტაკლში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
სპექტაკლი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა. როგორც ქრისტინა კობახიძემ აღნიშნა, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ინკლუზიური საზოგადოების გაძლიერებას, ასევე ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის დამკვიდრებას

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content