ქალაქ ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს

by newadmin newadmin

20.07.2026წ.

ქალაქ ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე სპორტულ კომპლექსში, ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირის გახსნას დაესწრო.
ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე შეჯიბრება საზეიმოდ გახსნა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, თამაზ გეგეშიძემ.
ტურნირში მონაწილეობენ საქართველოს მოქმედი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შეჯიბრების შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები, რომელიც სლოვაკეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content