0
24.02.2026წ
მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სხდომა.
სხდომას უძღვებოდა ფრაქციის თავმჯდომარე ვასილ მეტრეველი.
სხდომაზე ფრაქციის წევრებმა მოისმინეს შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის 2025 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ერთი ერთეული ამწე კალათის შპს „ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობაში (უსასყიდლოდ), თხოვების ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების თაობაზე.
3. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”
4. „ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამით სარგებლობისათვის ტრანსპორტით გადაადგილების ხელშეწყობის სოციალური პროგრამა“.
5. ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის და ქალაქ ონის და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შესახებ.
