16.02.2025წ.
ბულგარეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “ქალთა გაძლიერება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, რაჭაში, განსაკუთრებული აქცენტით ადმინისტრაციული გამყოფი საზღვრის მიმდებარე თემებზე” ფარგლებში,
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და პროექტის მენეჯერ თამარ ხომასურიძესთან ერთად, მოინახულა ონის, გლოლისა და ღარის ბიბლიოთეკები.
მერი ადგილზე გაეცნო გარემონტებული სივრცეებს და ტექნიკის გადაცემის შემდეგ არსებულ მდგომარეობას. პროექტის მენეჯერმა ბიბლიოთეკარებსა და სამიზნე თემების მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია პროექტის მეორე ფაზაში დაგეგმილი ტრენინგების შესახებ, რომლებიც ქალების დასაქმებისა და მეწარმეობის კომპეტენციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალთა განათლებისა და ეკონომიკური ჩართულობის ზრდას როგორც ონში, ასევე საზღვრისპირა სოფლებში.