სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

by magda

23.05.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს ადგილზე გრუნტის დამუშავებას, ქვიშის ბალიშების მოწყობას მილების გარშემო, პოლიეთილენის მილების და თუჯის ფილტრების , ასევე ურდულის მონტაჟს, წყალმზომი ჭის მოწყობას, წნევის რეგულატორის მონტაჟს.
სამუშაოების ღირებულება 652 943 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივლისში იგეგმება

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content