ონის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის, საჭირო, სამედიცინო აქციების ორგანიზება იგეგმება

by magda

12.02.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის, საჭირო, სამედიცინო აქციების ორგანიზება იგეგმება.
ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს და მხარეებმა ერთობლივად განსაზღვრეს, საჭირო, სამედიცინო სერვისების კუთხით პრიორიტეტები.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში მაღალკვალიფიციური, სხვადასხვა პროფილის მქონე სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს, როგორც სკოლის ისე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სხვადასხვა სერვისების მიწოდებას.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიებში სოციალური და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამების დეტალური განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრები ტარდება, რომელიც ითვალისწინებს, როგორც გასულ წელს განხორციელებული პროგრამების შეჯერებას ისე სამომავლოდ დასაგეგმ ღონისძიებებს.
2024 წელს ონის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის პროგრამებით 270-მა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო სოციალური პროგრამებით 742-მა მოქალაქემ.
მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დაცვის, ოჯახების ეკონომიური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის შემდეგი სოციალური პროგრამები ხორციელდება:
📌ხანდაზმულთა დახმარება ;
📌ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
📌უპარტონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
📌შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრუნვის ხელშეწყობაა;
📌შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზრუნვის ხელშეწყობა;
📌 შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა (0-დან 18 წლამდე ასაკის )რეაბილიტაციის პროგრამა;
📌„დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის” სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება;
📌ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
📌სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარება;
📌მარჩენალდაკარგული (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
📌უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;
📌მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
📌ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
📌სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზამთრის თბობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
📌ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
📌 შშმ პირების, მათ შორის ბავშვების, ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულ პირების, ომში დაღუპულ ოჯახის წევრების, მარჩენალდაკარგულებისა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების და მარტოხელა მშობლების დახმარება; (თითოეული ოჯახის (ყოველთვიურად) წყლის და კანალიზაციის გადასახადის და დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან);
📌პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურების შემდეგ ქვეპროგრამებს:
📌სამედიცინო ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტოზურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს სრულად არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა;
შეხვედრა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინა კობახხიძის ხელმძღვანელობით გაიმართა, ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი, მერის მოადგილე, ლევან შერაზადიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი – მარიკა დვალი და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატი – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content