1
30.10.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში მინერალური წყლის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 94500 ლარს შეადგენს, დასრულება კი, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში იგეგმება.
მიმდინარე სამუშაო პროცესი ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან – გივი მეტრეველთან ერთად მოინახულა.
მუნიციპალიტეტის მერმა შემსრულებელ კომპანიის წარმომადგენელს, ხარისხის მართვა და ვადების კონტროლი დაავალა