1
21.10.2024წ.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი) და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მოძრაობა თავისუფალია.
გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ასევე იყრება ტექნიკური მარილი.
მოსახლეობას გთხოვთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებისას