3
20.03.2024
მიმდინარე წლის 20 მარტს, გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე ლევან ორდინიძე.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. 2024 წელს, ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის მერიიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთში მდებარე პიპილეთის ადმინისტრაციული შენობის ს.კ 88.06.23.046 პირველი სართულის საერთო ფართიდან 70,144კვ.მ-დან 17,618 კვ.მ ფართი ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით.
5. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ საკაოში მდებარე საკაოს ადმინისტრაციული შენობის ს.კ.88.07.23.017 მეორე სართულის საერთო ფართიდან 227,599 კვ.მ-იდან 81,743 კვ.მ ფართის ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით.
6. ონის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია , ონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის მიერ 2023 წელს გაყიდული ქონების შესახებ.