23
19.03.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის გომის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების (I ეტაპი) მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან ერთად მოინახულა და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება საავტომობილო გზის დაახლოებით 550მ. სიგრძის მონაკვეთს, რაც გულისხმობს მიწის ვაკისის მოსწორების-დაპროფილების, სანიაღვრე არხებისა და ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაობს.
პროექტი, რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 335 029 ლარს შეადგენს, მიმდინარე სამუშაოების დასრულება 2024 წლის სექტემბრის თვეში იგეგმება.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულებით საჭირო ღონისძიებები ეტაპობრივად სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც განხორციელდება.