1
05.01.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა.
მერმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგად საკითხებზე იმსჯელა და გარკვეული პრობლემების მოგვარების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა. ასევე, მოისმინა პედაგოგების მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.
როგორც მერმა აღნიშნა, მასწავლებლებთან შეხვედრები და მათი მონაწილეობა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მუნიციპალიტეტის მხრიდან თითოეული ინიციატივა მაქსიმალურად ითვალისწინებდეს მოსწავლეების და პედაგოგების საუკეთესო ინტერესებს.
შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა სასწავლო პროცესის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სოფ(ღების, ჭიორის, გლოლის და ღარის) სკოლებში ტრანსპორტირების კუთხით არსებულ პრობლემა გადაჭრა.