ახალი წლის ღამეს, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ონის მორიგე სამსახურებს დღესასწაული მიულოცეს

by magda

01.01.2024წ.

ახალი წლის ღამეს, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ონის მორიგე სამსახურებს დღესასწაული მიულოცეს
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილმა, ახალი წლის დღესასწაული იმ ორგანიზაციების მორიგე ჯგუფებს მიულოცეს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციის, სახანძროს, საავადმყოფოსა და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content