32
01.12.2023წ.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სარაგბო კლუბ- ‘’ამარანტების’’გაწეული სამუშაოს ანგარიში წარადგინეს
️ანგარიშის მოსმენას სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სარაგბო კლუბი-‘’ამარანტები’’ დაფუძნდა, რომელიც აქტიურ სამუშაო პროცეს 3 თვეა შეუდგა, ამ პერიოდის განმავლობაში კლუბმა ბევრ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ კლუბი უზრუნველყოფილია შესაბამისი დონის ლიცენზირებული მწვრთნელებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწვრთნელი და სათამაშო ინფრასტრუქტურით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონში სპორტის ამ მიმართულებას, განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, ასევე განიხილეს კლუბში ბავშვთა შემოდინების მაჩვენებელი, მუნიციპალიტეტების მიხედვით ყველაზე დიდი დაინტერესება და ჩართულობა არის ლენტეხისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებიდან.
კლუბის შექმნის მიზანი უპირველეს ყოვლისა -რაგბის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეროვნული ნაკრებისთვის მომზადებას წარმოადგენს.
რეგიონალური რაგბის კლუბის ფუნქციონირება ორგანიზაციული და სპორტული თვალსაზრისით დამყარებულია მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებაზე, ამავე დროს კლუბი ხელს უწყობს მის წევრებს შორის ეროვნული ღირებულებების გავრცელებასა და განმტკიცებას.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს სარაგბო კლუბ ‘’ამარანტებს’’. რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს კი მოგიწოდებთ დაინტერესდეთ სპორტის ამ სახეობით და გახდეთ ახლად შექმნილი კლუბ ‘’ამარანტების’’ წევრები.