22
28.08.2023წ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს – მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული – მარიამობა, მრავალძლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან მიულოცეს.
“სრულიად საქართველოს ვულოცავ მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. წმინდა მარიამი იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახებისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი!”
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი