13.07.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, სოფელ ბარში, ხანძრის შედეგად დაზარალებული გვიმრაძე-არჩვაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, საზოგადოება წითელი ჯვრის ონის ფილიალის ხელმძღვანელთან ერთად, დაზარალებულ ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დახმარება შესთავაზა.
სერგი ხიდეშელის განცხადებით – „სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ონის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში გვაქვს მუხლი, რომელიც საშუალებას გვაძლევს სტიქიის, ხანძრის და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გავუწიოთ ზარალის შესაბამისად. ოჯახის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მოხდება დახმარების გაწევა“.
შეგახსენებთ, რომ სოფ. ბარში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.