ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

15.06.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვენ.
ასევე, განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით თითოეულ სოფელში გაიმართა საერთო კრება სადაც ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა თემისათვის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელსაც ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
სამუშაო შეხვედრაზე გიორგი ნოდარიშვილმა, წარმომადგენლებს, დაავალა პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული საჭიროებების შესახებ, ასევე მოუწოდა, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული.
შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს ონის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელმა – ტარიელ ლობჯანიძემ, მაღალმთიან დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა გააცნო, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს შეადგენს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, შპს “ონის სერვის ჯგუფის” დირექტორი – ნიკოლოზ მაისურაძე და შპს ონის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დირექტორი – კახაბერ ჩიკვილაძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content