ონის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

by magda

20.02.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის. ამ ეტაპზე გზების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა პიპილეთი, ჟაშქვა, სომიწო (იაშვილების უბანი) სევა, ჭიბრევი, ფარახეთი, შარდომეთი, ბორცო, საკაოს მიმართულებით. ასევე, დაგეგმილია თოვლწმენდის სამუშაოები მრავალძალი-ბარი, მაჟიეთი, ხიდეშლები, ბასუკაანთ უბანი, უწერა, ნიგავზები, ფარავნეშის მიმართულებით.
უამინდობის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება და ეტაპობრივად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრალური გზები და პრობლემური ადგილები.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით.
გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content