ონის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შეხვდნენ.

by magda

ონის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობაზე. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე, მათი იდეების გაჟღერებასა და მხარდაჭერაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის სწორად დაგეგმვას და განხორციელებას.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შექმნილია 2020 წლის დეკემბერში და მისი შემადგენლობა 10 წევრისგან შედგება.

საბჭოს მიზანია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების შეთავაზება, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება. ასევე, განიხილოს მერიის მიერ მომზადებული სტრატეგიული მნიშვნელობის პოლიტიკის დოკუმენტები და შეიმუშაოს რეკომენდაციები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content