I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.
- დაინტერესებული პირი მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით. განცხადება იწერება მერის სახელზე, რის საფუძველზეც გაიცემა თანხმობა მერის ბრძანების სახით.
- I კლასზე მშენებლობის შეთანხმება მოსაკრებლის გადახდას არ ექვემდებარება.
- განმცხადებელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
I კლასის მშენებლობაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი.
- ინფორმაცია მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ
- არქიტექტურული ესკიზი 3 ეგზემპლარად, ელ. ვერსიით.
- თავფურცელი (ობიექტის დასახელება და მისამართი)
- განმარტებითი ბარათი
- შენობა-ნაგებობის ტექნიკური მაჩვენებლები (მიწის ნაკვეთის ფართობი, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი, შენობა-ნაგებობის ფართობი, მიწის ნაკვეთის სქემატური გეგმა მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითად ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ნიშნულებს, მიწის ნაკვეთზე საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების და სხვა ასპექტების ასახვით);
- შენობა-ნაგებობის კლასის განმსაზღვრელ პარამეტრებს;
- შენობა-ნაგებობის ფასადების სქემატურ ნახაზებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური ნიშნულების, გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ჩვენებით, ასევე, ფასადებზე გამოყენებული ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალისა და მათი ფერების მითითებით);
- საჭიროების შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს:
- ა) მიწის ნაკვეთის არსებული მდგომარეობის ამსახველი სიტუაციური გეგმა სათანადო დეტალიზაციით (მდებარეობა საქალაქო ქუჩების მიხედვით) ან/და ორთოფოტოგეგმა;
- ბ) შენობა-ნაგებობის მახასიათებელი სქემატური ჭრილები (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური ნიშნულების, გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ჩვენებით);
- გ) შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის სქემატური გეგმები (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური ნიშნულების ჩვენებით);
- მშენებლობის ნებართვა გაიცემა II, III და IV კლასის მშენებლობაზე. მშენებლობაზე მოსაკრებელის ოდენობა განსაზღვრულია საკრებულოს დადგენილებით. მშენებლობის განხორციელების ვადა განისაზღვრება სანებართვო მოწმობით.
მე-II, მე-III და მე-IV კლასის შენობაზე სანებართვო განაცხადი უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაციას მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ;
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან ინფორმაციას განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ;
- წინასაპროექტო კვლევის შედეგებს;
- არქიტექტურულ პროექტს
- კონსტრუქციული სქემას/პროექტს
- მშენებლობის ორგანიზების პროექტს;
- საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − არქიტექტურული პროექტის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის, აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნას;
- სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
- საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს.
გარე რეკლამის განსათავსებლად დაინტერესებული პირი მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით. განცხადება იწერება მერის სახელზე, რის საფუძველზეც გაიცემა მერის ბრძანება გარე რეკლამის განთავსების შეთანხმების შესახებ.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- მიწის ნაკვეთის/შენობის მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
- არქიტექტურული ესკიზი 3 ეგზემპლარად, ელ. ვერსიით.
- პირადობის მოწმობის ასლი
ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას.
შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ბ) შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები, 3 ეგზემპლარად,
გ) შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტოები;
დ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის დატანით;
ე) III და IV კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში, საექსპერტო შეფასება-შედგენილი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ.
- გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული დადგენილება
- მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის დადგენილება N255
- საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ
- საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ
- ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონი
- გამწვანების პროექტი
- ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №261.ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულება
- სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურული სამშენებლო საქმიანობის კოდექსი